ხშირად დასმული კითხვები სპაზმომენის® შესახებ
სპაზმომენის® ტაბლეტები შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ოტილონიუმის ბრომიდი. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "სპაზმოლიტიკები".
სპაზმომენის® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე მათი ძლიერი და მეტისმეტად ხშირი შეკუმშვების შემცირებით. ამგვარად, პროდუქტი ხსნის ნაწლავის სპაზმს და არეგულირებს მათ გაძლიერებულ მოტორიკას.
სპაზმომენის® გამოიყენება 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება მტკივნეული ნაწლავის სპაზმით, შებერილობით და მოტორიკის პრობლემებით.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ფარმაკოლოგიური მკურნალობა უნდა დაიწყოს უკვე დანიშნული არაფარმაკოლოგიურ ზომების ფონზე (ცხოვრების სტილის, კვების რეჟიმის ცვლილება, ემოციური მხარდაჭერა, ფსიქოთერაპია), მხოლოდ მაშინ, თუ მათ არ შედეგად არ მოჰყოლია სასურველი თერაპიული ეფექტი.
სპაზმომენის® დოზირება:
1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ექიმის რჩევის შესაბამისად. ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ წყალთან ერთად, სასურველია ჭამამდე 20 წუთით ადრე. ტაბლეტი არ უნდა გატეხოთ, გაჭყლიტოთ ან დაღეჭოთ
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ამ ტაბლეტების გამოყენება არაა ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
სპაზმომენის® ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
სპაზმომენი® არ არის ნაჩვენები ბავშვებისათვის და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისთვის.
თუ თქვენ ალერგიული ხართ ოტილონიუმის ბრომიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, არ უნდა მიიღოთ სპაზმომენი®.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სპაზმომენის®მიღებამდე, თუ თქვენ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება თვალის კაკლის მომატებული წნევით), გადიდებული პროსტატის ჯირკვალი (ასევე ცნობილია, როგორც პროსტატის ჰიპერტროფია), ან თუ გაქვთ კუჭიდან ნაწლავში გასასვლელის შევიწროება (პილორული სტენოზი).
სხვა მედიკამენტები და სპაზმომენი®
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა , თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.
სპაზმომენის გავლენა სხვა მედიკამენტების აქტივობაზე არ არის ცნობილი.
თუ ხართ ორსული, მეძუძური, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.
სპაზმომენი® არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსული ან მეძუძური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა გითხრათ, რომ ეს აუცილებელია. ამ შემთხვევებში ის მიიღება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
სპაზმომენის® გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობოს უნარზე, მოსალოდნელი არ არის.
სპაზმომენის® დოზის გადაჭარბების ეფექტები არ არის აღწერილი. თუმცა, თუ დოზის გადაჭარბებისას შეამჩნევთ, რომ თავს კარგად არ გრძნობთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თან იქონიეთ საინფორმაციო ფურცელი ან/და მედიკამენტის კოლოფი.
თუ დაგავიწყდათ სპაზმომენის ® დოზის მიღება დადგენილ დროს, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. სპაზმომენის® რეკომენდებული დოზით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. შეწყვიტეთ ტაბლეტების გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები: სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება; კანის ინტენსიური ქავილი ან კანის ტკივილი სიწითლით, გამონაყარით და შეშუპებით.
უჩვეულო გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ სპაზმომენის® მიღებისას, არის: კუჭ-ნაწლავის რეაქციები, როგორიცაა პირის სიმშრალე, გულისრევა და მუცლის ტკივილი; კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი და კანის სიწითლე; დაღლილობა და ასთენია; თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ პრეპარატს, აღნიშნული იყო კანის ალერგიული რეაქციების ერთეული შემთხვევები გამონაყარის (ჭინჭრის ციება) და კანის ღრმა ფენების შეშუპების სახით, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, სასქესო ორგანოების, ხელების, ფეხების და ყელის ან ენის გარშემო. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია უეცარი გაძნელებული სუნთქვა.
სპაზმომენი® არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ გამოიყენოთ სპაზმომენი® ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია როგორც გარე მუყაოს კოლოფზე, ასევე ბლისტერზე „EXP“ -ს შემდეგ. შენახვის ვადის თარიღი ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ზოგადი ინფორმაცია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (გნს) შესახებ
გაეცანით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მიზეზებს, სიმპტომებს და მკურნალოობას კუჭ-ნაწლავის ამ გავრცელებული დარღვევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.
გააკონტროლეთ თქვენი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები სპაზმომენით®
არ მისცეთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებს უფლება, უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე. შეიტყვეთ, თუ როგორ შეუძლია სპაზმომენს® დაგეხმაროთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებაში.

