მოდით ვისაუბროთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე
სპაზმომენი® გამოიყენება 18 წლის ასაკიდან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ნაწლავის მტკივნეული სპაზმით, მუცლის შებერილობით და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევით.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ფარმაკოლოგიური მკურნალობა უნდა დაიწყოს უკვე დანიშნულ არაფარმაკოლოგიურ მიდგომებთან ერთად (ცხოვრების სტილის, კვების რეჟიმის ცვლილება, ემოციური მხარდაჭერა, ფსიქოთერაპია), თუ მხოლოდ მათ გამოყენებას არ ჰქონდა სასურველი ეფექტი.


რატომ უნდა აირჩიოთ სპაზმომენი® გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ?
სპაზმომენი® გვთავაზობს რიგ სასიკეთო გავლენებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამართავად:

სპაზმის საწინააღმდეგო მოქმედება
სპაზმომენის® მოქმედი ნივთიერება ოტილონიუმის ბრომიდი ხელს უწყობს ნაწლავის სპაზმის შემსუბუქებას და არეგულირებს მის გაძლიერებულ მოტორიკას.

სიმპტომების შემსუბუქება
სპაზმომენის® მოქმედი ნივთიერება ოტილონიუმის ბრომიდი ხელს უწყობს ნაწლავის სპაზმისა და შებერილობის შემსუბუქებას.

ხელს უწყობს ნაწლავის მტკივნეული სპაზმის შემსუბუქებას
სპაზმომენი® ხელს უწყობს ნაწლავის სპაზმის მოხსნას და არეგულირებს ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევით გამოწვეულ ტკივილს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებში.
აღმოაჩინეთ სპაზმომენის® ძალა, რომელიც ხელს უწყობს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომების კონტროლს.
სპაზმომენი®
სპაზმომენი® გამოირჩევა საუკეთესო ასატანობით, არ ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან, არ არის მოსალოდნელი, რომ გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმები გამოყენების უნარზე და არც ისაა მოსალოდნელი, რომ გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღებისას. მიუხედავად ამისა, თუ მოიხმართ, ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი იყოს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დოზას გადააჭარბებთ და შეამჩნევთ, რომ თავს კარგად არ გრძნობთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, თან იქონიეთ ეს ჩანართი ფურცელი ან/და მედიკამენტის კოლოფი.


ნაწლავის კუნთებზე მოქმედება
სპაზმომენის® მოქმედი ნივთიერება ოტილონიუმის ბრომიდი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს რა მათ ძლიერ და მეტისმეტად ხშირ შეკუმშვებს. ამგვარად, ის ხსნის ნაწლავის სპაზმს და არეგულირებს მათ ჭარბ მოტორიკას.


სპაზმომენი® და სხვა მედიკამენტები
სპაზმომენის® ზემოქმედება სხვა მედიკამენტების აქტივობაზე არ არის ცნობილი


სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე გავლენა
მოსალოდნელია, რომ სპაზმომენი® არ მოახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებებთან მუშაობის უნარზე.


დოზის გადაჭარბება
თუ მიიღებთ სპაზმომენის® საჭიროზე მეტ დოზას, გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.
თუმცა, თუ თქვენ გადააჭარბებთ დოზას და შეამჩნევთ, რომ თავს კარგად არ გრძნობთ, გაესაუბრეთ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, თან იქონიეთ ეს საინფორმაციო ფურცელი ან/და წამლის კოლოფი.

ჯანდაცვის მუშაკებთან თანამშრომლობით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პირებს შეუძლიათ მკურნალობის პერსონალიზება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას.

ჯანდაცვის მუშაკებთან თანამშრომლობით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პირებს შეუძლიათ მკურნალობის პერსონალიზება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას.
გაეცანით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობის ვარიანტებს
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა მოიცავს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისა და ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესებისკენ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს:
- ცხოვრების წესის ცვლილებები: კვების რეჟიმის კორექტირებამ, სტრესის მართვამ და რეგულარულმა ვარჯიშმა შეიძლება შეამსუბუქოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები და ხელი შეუწყოს ნაწლავის სიჯანსაღეს.
- კვების რეჟიმის კორექტირება: ზოგიერთ პაციენტს შველის კვების კორექტირება დაბალი FODMAP დიეტის დაცვით, გარკვეული ფერმენტირებადი ნახშირწყლების შეზღუდვით. (ფერმენტირებადი ოლიგოსაქარიდები, დისაქარიდები, მონოსაქარიდები და პოლიოლები - მოკლე ჯაჭვიანი ნახშირწყლები, რომლებსაც წვრილი ნაწლავი ცუდად შეიწოვს) - ფერმენტირებადი შაქრების დაბალი შემცველობის კვების რეჟიმის დაცვით და დიეტოლოგთან კონსულტაციით შესაძლებელია კვების რეჟიმის ცვლილებების მორგება ინდივიდუალურ საჭიროებებზე .
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: ისეთი თერაპია, როგორიცაა კოგნიტური ქცევითი თერაპია, ჰიპნოთერაპია და რელაქსაციის ტექნიკა, შეიძლება დაეხმაროს სტრესისა და შფოთვის მართვაში, რომლებიც გაღიზიანებული ნაწლავის სიმპტომების ცნობილ ტრიგერებს წარმოადგენს.
- მედიკამენტები: ანტისპაზმურ პრეპარატებს, როგორიცაა სპაზმომენი®, შეუძლია მუცლის დისკომფორტის შემსუბუქება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. სხვა მედიკამენტები, როგორიცაა საფაღარათო საშუალებები ან ანტიდიარეული საშუალებები, შეიძლება გამიზნული იყოს კონკრეტულ სიმპტომებზე.
ყოველთვის მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
ზოგადი ინფორმაცია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ
გაეცანით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მიზეზებს, სიმპტომებს და მკურნალობას კუჭ-ნაწლავის ამ გავრცელებული დარღვევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.
პოპულარული ხშირად დასმული კითხვები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ
გაქვთ შეკითხვები სპაზმომენის® ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ? გაეცანით პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე ქვემოთ:
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის კუჭ-ნაწლავის ყველაზე გავრცელებული ფუნქციური აშლილობა, რომელიც ვითარდება ადამიანების 9% -23% -ში მსოფლიოს მასშტაბით. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელშიც მუცლის მორეციდივე ტკივილი დაკავშირებულია კუჭის მოქმედებასთან ან მისი რითმის ცვლილებასთან. როგორც წესი, სახეზეა კუჭის მოქმედების დარღვევები (ანუ ყაბზობა, დიარეა, ან ყაბზობის და დიარეის კომბინაცია). ასევე ხშირია მუცლის შებერილობა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არ იწვევს ანთებას და არ იწვევს ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა კიბო, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არ არის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა და არ არის დაკავშირებული სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან. არ არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომსა და ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკურ ისტორიას შორის, არც შფოთვითი დარღვევების, დეპრესიული დარღვევების და ადიქტიური დარღვევების ისტორიასთან. თუმცა, სიმპტომები შეიძლება შენარჩუნდეს წლების განმავლობაში და სერიოზულად შეამციროს ცხოვრების ხარისხი პირად, პროფესიულ და სოციალურ ასპექტებში.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის დაავადება, რომლის დროსაც ხშირად შეუძლებელია კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება, მაგრამ ზოგიერთი შესაძლო რისკის ფაქტორებია: გარკვეული საკვების და სასმელების აუტანლობა, ქრონიკული სტრესი, კუჭ-ნაწლავის წინმსწრები ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექცია, ნაწლავის მომატებული მგრძნობელობა (სხვადასხვა სტიმულის საპასუხოდ), რაც იგრძნობა, როგორც ტკივილი და დისკომფორტი, მუდმივი დაბალი ხარისხის ანთება ნაწლავში, გარკვეული სახის ანტიბიოტიკების და ტკივილგამაყუჩებლების მიღება, მემკვიდრეობა.
სპაზმომენი®- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მართვადია !
არ მისცეთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებს უფლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე. შეიტყვეთ, თუ როგორ შეუძლია სპაზმომენს® დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებაში.

